ახალი ამბები
დიდთოვლოვის გამო, იმერეთში 20 000 -მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
FaceBook
დიდთოვლობის გამო გამოწვეული შეფერხებები გამო იმერეთში 20 ათასმდე აბონენტი ელექტრონერგიის გარეშეა დარჩენილი.

ასევე გაწმენდას საჭიროებს 100-მდე სოფლის ცენტრალური გზა.




"მთელი ღამის განმავლობაში იმერეთში ინტენსიურად თოვდა და შესაბამისად, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარმა მიაღწია 180 სმ-საც კი. წუხელ, ჩვენ დაახლოებით 128 გზა გავწმიდენთ, ამ წუთში მიმდინარეობს 114 ლოკაციაზე გაწმენდითი სამუშაოები. გუშინ მე ვახსენე, რომ 50 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტრონერგია, დღეის მდგომარეობით ეს ციფრი დავიყვანეთ 20 000 მდე.

თოვლმა ძირითადად მაღალმთიან სოფლებში შექმნა პრობლემა, სადაც დაახლოებით, 100-მდე სოფლის ცენტრალური გზა გვაქვს რეალურად გასაწმენდი. მიმდინარეობს სამუშაოები და კიდევ დავახმართ ტექნიკას, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს სამუშაოების დასრულება", -განმარტავს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.




Print