ახალი ამბები
სამტრედიის სოფელში აღმოჩენილი ეკლესია და სამარხი შესაძლოა თამარ მეფის ეპოქის იყოს
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში მოსახლეობამ უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინა.

ტაძრის ნანგრევები მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ადგილობრივებმა სოფელში პატარა სალოცავის აგება წამოიწყო.

სამტრედიის გამგეობის ინიციატივით, არქეოლოგებმა ტერიტორია შეისწავლეს.

პირველადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ აღმოჩენილია თამარის ეპოქის ეკლესიის ნანგრევები და სამარხი.

ვის ეკუთვნის სამარხი და კონკრეტულად, რომელი საუკუნისაა აღმოჩენილი ძეგლი, სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

ტოლების თემის მოსახლეობას ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ეკლესიის აშენება სურს.

თუმცა, ეს საკითხი ადგილობრივი ეპარქიის და სახელმწიფო უწყებების შეთანმებით უნდა გადაწყდეს.

Print