ახალი ამბები
მესამე ტენდერი და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია
FaceBook
ქუთაისის მერია გასული წლიდან ეძებს კომპანიას, რომელიც ქალაქის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციას ჩაატარებს.

ამ მიზნით, მესამედ, უკვე გაზრდილ თანხაზე აცხადებს ელექტრონულ ტენდერს (NAT230003398). სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ერთი მილიონ 295 956 ლარია, რაც წინა სატენდერო ფასთან შედარებით 194 830 ლარით მეტია. 

სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქია ერთ-ერთია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობაში თავს იწონებენ. თუმცა, მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოვლენა ჯერ ვერ შეძლო.

უფრო ზუსტად, თავდაპირველად, 2022 წლის თებერვალში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაზე (NAT220004003) მერიამ 7 პრეტენდეტ კომპანიას შორის ობიექტის კეთილმოწყობა 1 მილიონ 583 866 ლარის სანაცვლოდ, შპს "მშენებელჯგუფს" ანდო. 

განახლება და სტანდარტების შესაბამისად შენობის ფასადის მოწყობა, ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები - კომპანიას ოთხსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 7 თვეში დაევალა. საბოლოოდ, მხარეებს შორის თანამშრომლობა ჯარიმით და ხელშეკრულების გაწყვეტით დასრულდა. 

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.


ამავე თემაზე:


გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის მერია ტენდერს თავიდან აცხადებს

ქუთაისის მერიას მასტშაბურ ობიექტებზე გამოცხადებული ტენდერები ჩაუვარდა


Print