ახალი ამბები
2023 წლის იანვარში ქუთაისის აეროპორტი 85 508 მგზავრს და 294 რეისს მოემსახურა
FaceBook
მიმდინარე წლის იანვარში, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,508 მგზავრმა ისარგებლა.

მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. იანვარში აეროპორტში რეისები 56%-ით გაიზარდა და 294 რეისს მოემსახურა.

ამ ეტაპისთვის ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

ამასთან, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით იწყებს.

გარდა ამისა, 4 ივნისიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.
Print