ახალი ამბები
"ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიმუშავა
FaceBook
ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში აინიციირებს კანონპროექტს – "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა პარლამენტში ბრიფიგზე ისაუბრეს.

თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომელიც "ხალხის ძალამ", საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა შეიმუშავა
საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევთ.  

კანონპროექტი, რომელსაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ჰქვია, საჯარო გამოქვეყნებამდე, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

დოკუმენტის თანახმად, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები; ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა);
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა).

ვინ იგულისხმება "უცხო ძალაში":

სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები;

უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში;

ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე;

ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, სავალდებულოა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს ვალდებულება აქვთ საფინანსო დეკლარაცია შეავსონ ყოველწლიურად.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის" ან დეკლარაციის არ შევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ორგანიზაციებისთვის, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროა, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება სავალდებულო იქნება კანონის მიღებისთანავე. კანონის მისაღებად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
Print