ახალი ამბები
ქუთაისელ მოსწავლეებს ოლიმპიადებში მონაწილეობის გამო დირექციის მხრიდან პრობლემები ექმნებათ
FaceBook
ქუთაისის მერიაში საჯარო სკოლებისა და სპორტული სკოლების დირექტორების შეხვედრაზე 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

სპორტული და საჯარო სკოლების დირექტორებმა სპორტულ შეჯიბრებებში მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

საჯარო სკოლების ხელმძღვანელები, სპორტსმენ მოსწავლეთა გრაფიკს აპროტესტებენ და მრწვთნელებისგან ვარჯიშების დღის 2 საათის შემდეგ დანიშვნას მოითხოვენ.

თავის მხრივ, სკოლის დირექციის მიერ სპორტმენებისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ სპორტული სკოლების ხელმძღვანელები, მათი თქმით, ქუთაისელ მოსწავლეებს  ოლიმპიადებში მონაწილეობის გამო დირექციის მხრიდან პრობლემები ექმნებათ.

"სკოლის დირექციამ მოსწავლეს სკოლაში არგამოცხადების გამო პრობლემები არ უნდა შეუქმნას," - ამბობენ სპორტული სკოლების ხელმძღვანელები.

შეხვედრის დასასრულს კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც სკოლები ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ჯგუფებად გადანაწილდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტია, რომელიც ადგილობრივი თითმართველობების ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება.


მარიამ პატარაია
Print