ახალი ამბები
ზესტაფონში „ბავშვთა თეატრალური კვირეული“ დაიწყო
FaceBook
„ბავშვთა თეატრალური კვირეულის“ ფარგლებში ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლების ჩვენება მიმდინარეობს.

კვირეული ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის" პრემიერით გაიხსნა.

მომდევნო სპექტაკლი  14 თებერვალს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი "ვარიაციები "კონკიას" მიხედვით" (დადგმის ხელმძღვანელია ვასილ ჩიგოგიძე, სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - ლალი თაბაგარი).
15 თებერვალს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" (რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი).

16 თებერვალს მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლით ,,ფრთხილად, ადამსები!" (რეჟისორი ლევან გვაზავა).

17 თებერვალი კი კვირეულს დახურავს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით "მაკნატუნა" (ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა).

ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო.
Print