ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ალმათის მიმართულებით ფრენები ივნისიდან შესრულდება
FaceBook
4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით მეხუთე მიმართულებას, ალმათის დაამატებს.

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას, A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ მიმართულების დამატებით ქუთაისიდან, ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები.

"ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“, - განმარტა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამ ეტაპზე FLyArystan-ი ქუთაისში დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს.

ბილეთების შეძენა ალმათის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

Print