ახალი ამბები
განათლების მინისტრმა ქუთაისის #30 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
FaceBook
#30 საჯარო სკოლაში დახურული სპორტული დარბაზის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ქუთაისის მერთან ერთად, #30–ე საჯარო სკოლაში, განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ამ დროითვის სკოლაში დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა, რაც მოსწავლეებს სპორტული შეჯიბრებებისა და ვარჯიშის საშუალებას მისცემს.

#30 საჯარო სკოლას, ასევე ექნება დახურული სპორტული დარბაზი, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

გასულ წელს ქუთაისში 10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, რისთვისაც 1 830 973 ლარი დაიხარჯა.

2015 წელს, ქუთაისის მერიის დაფინანსებით მე-17 საჯარო სკოლის ფასადი მოეწყო.

Print