ახალი ამბები
"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ
FaceBook
საირმეში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ.

გაფიცულები ხელფასის 30%-ით მატებასა და უსაფრთხო შრომის პირობებს ითხოვენ.

დასაქმებულების ინფორმაციით, საწარმოში მუშაობა არასათანადო პირობებში უწევთ.

„ვითხოვთ ხელფასის მომატებას 30%-ით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. არის ძალიან ბევრი დარღვევა შრომისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე არის პრობლემები ანტისანიტარიასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ დამსაქმებელთან ვითხოვდით, მაგრამ არ მოგვაქციეს ყურადღება, თუ არ მოგწონთ, წადით სახლშიო. ანუ, სანამ აქამდე მივიდოდა საქმე, ჩვენ მოვითხოვეთ მოლაპარაკება, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ მოპალარაკება არ შედგება“, - აცხადებენ გაფიცულები.

საწარმოს თანამშრომლების გაფიცვას აგრო მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ შეუერთდა.

პროფკავშირის ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის თქმით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

ამ ეტაპზე, კომპანიის მუშაობა პარალიზებულია. „საირმე მინერალ ვოთერსის” ადმინისტრაციაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.


Print