ახალი ამბები
"გადავედით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე" - ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები"
FaceBook
ქუთაისში ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

როგორც ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, ქალაქში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი მუშახელი.

„დილის 04:00 საათიდან დავიწყეთ მუშაობა. გადავედით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ქალაქში გამოყვანილია სპეცტექნიკა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სოლომონ მეორის ქუჩაზე. გელათის ქუჩას ხელმეორედ მივუბრუნდებით, რომ არ შეიქმნას რაიმე პრობლემა.

გადაადგილების კუთხით ჯერჯერობით რაიმე პრობლემა შექმნილი არ არის, ვაკონტროლებთ სიტუაციას“, - განმარტა გიორგი მჟავანაძემ.

ქუთაისში პირველი თოვლი მოვიდა. ინტენსიური თოვა გუშინ, გვიან ღამით დაიწყო.

თოვს იმერეთის რეგიონებშიც, რის გამოც საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლამდე საქართველოში ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვარსაშიშროებაა მოსალოდნელი.

Print