ახალი ამბები
ქუთაისში პირველი თოვლი მოვიდა
FaceBook
ინტენსიური თოვა ქუთაისში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო.


ნალექს გზებზე პრობლემები ჯერჯერობით არ შეუქმნია. საქალაქო ტრანსპორტი დილიდან შეუფერხებლად მუშაობს.

თოვს იმერეთის რეგიონებშიც, რის გამოც საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლამდე საქართველოში ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვარსაშიშროებაა მოსალოდნელი.

ფოტო: ლაშა შალამბერიძე

Print