გართობა
"აიარეთ ასი საფეხური, იპოვეთ თქვენი გული" - 14 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებები ქუთაისში
FaceBook
DMO იმერეთის ორგანიზებით, ქუთაისში, 14 თებერვალს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ჩატარდება. 

ე.წ. ვალენტინობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტოვობა ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან, 11 საათიდან დაიწყება.

მოეწყობა სივრცე ფოტოსესიისთვის და კუპიდონების თეატრალიზებული პერფორმანსი.

"11:00 საათიდან დაგხვდებათ შთამბეჭდავი სივრცე დაუვიწყარი ფოტოესესიისთვის;

13:00 საათიდან კუპიდონების თეატრალიზებული პერფორმანსი;

14:00 საათიდან უკრავს DJ გიგა პაპასკირი;

17:00 საათზე, კონცერტის დასასრულს, აირჩიეთ თქვენი გული და აუშვით ცაში;

ყველას, ვისაც გიყვართ და სიყვარულის გჯერათ, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან გელოდებათ ასაფრენად გამზადებული გადაიღეთ სამახსოვრო ფოტო და არ დაგავიწყდეთ ლოკაციის მონიშვნა. აიარეთ სიყვარულის ასი საფეხური და იპოვეთ თქვენი გული“,- აღნიშნულია DMO Imereti-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო ნია ხარაძე

Print