ახალი ამბები
თურქეთში ქუთაისიდან ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა
FaceBook
ქუთაისიდან თურქეთის მოქალაქეების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის მოქალაქეებმა ტანსაცმელი, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეაგროვეს.

“არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ ყველას, ნაცნობებს და უცნობებს იმ სითბისთვის და ყურადღებისათვის რაც გამოიჩინეთ სტიქიით დაზარალებულო თურქი ხალხის მიმართ. ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ. სიკეთე, სიყვარული და თანაგრძნობა ყველაზე დიდი რელიგიაა, რომელიც ადამიანთა მოდგმას აერთიანებს და დედამიწას ატრიალებს. წავიდა ჩვენი სითბოს და გულისხმიერების მთელი გროვა გაყინული ბავშვების გასათბობად”, - ამბობს ორგანიზატორი სოფია გიორგაძე-ჩიჩექი.

დახმარების სურვილის შემთხვევაში, პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეგიძლიათ კაფე ,,ფლორ”-ში, თამარ მეფის ქუჩა N27-ში. 

თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

გაერო-ს ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

Print