ახალი ამბები
"მშვენიერი მანქანაა, ახალია, ეკონომიური" - ქუთაისის მერი ახალ ავტომობილზე
FaceBook
ქუთაისის მერიამ 118 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა.

ლურჯი ფერის მაღალი გამავლობის მანქანით ქალაქის მერი იოსებ ხახელიშვილის უკვე გადაადგილდება.

ქალაქის პირველი პირი შენაძენით კმაყოფილია და ქუთაისში არსებული მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ამტკიცებს, რომ ახალი ავტომობილის ყიდვა აუცილებელი იყო. 

„მშვენიერი მანქანაა, ახალია, ეკონომიური. ქუთაისიდან თბილისში როცა მივდივართ და სხვა რეგიონებში საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანა. ძველი მანქანა გაიყიდა და იმის ფასით ვიყიდეთ სწორედ ახალი ავტომობილი. დაახლოებით 100 000 ლარამდე დაგვიჯდა, ცოტა მეტი. ქალაქის მერს არა, ზოგადად სჭირდება თვითმმართველობას მაღალი გამავლობის ავტომობილი და ეს მარტო ჩემი ავტომობილი არ იქნება“, - განმარტავს იოსებ ხახალეიშვილი „მთავარ არხთან“.

ქუთაისის მერიამ ახალი ავტომობილის შესაძენად ელექტრონული ტენდერი (NAT230000310) 2023 წლის იანვარში გამოცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ მანქანა 2022 წელს გამოშვებული, SUV კლასის, ბენზინზე მომუშავე, ლურჯი ან ნაცრისფერი უნდა ყოფილიყო.

მაშინ მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ავტომობილს ზოგადად მერია ყიდულობდა და ის კონკრეტულად არავისთვის იყო განსაზღვრული.

ფოტო: Info imereti




Print