ახალი ამბები
დღეიდან, ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა
FaceBook
დღეიდან, 11 თებერვლიდან, ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება და 60 თეთრი ხდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით - 20 თეთრით გაძვირდა.

როგორც ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მოქალაქე ვალდებულია, მუნიციპალურ ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.

„უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს, საჯარიმო ოქმის ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას ემატება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით“, - განმარტავენ კომპანიაში.

ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, 30 000-მდე მოქალაქე სხვადასხვა სახის შეღავათით სარგებლობს.

ქალაქში გზავრობის გაძვირებას „ქართული ოცნების” 18-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


Print