ახალი ამბები
17 თებერვლამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება - სინიპტიკოსების პროგნოზი
FaceBook
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა.

რაც შეეხება თბილისს, 11 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 თებერვლიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა (-2, -4), დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.





Print