ახალი ამბები
რუსთაველზე ბინების ფასადების რეკონსტრუქციისთვის ქუთაისის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია  შოთა რუსთაველის გამზირის №110; 112; 114 საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაციისთვის ელექტრონულ ტენდერს (NAT230002783) მეორედ აცხადებს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  კვლავ 409 075 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №110 საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს -137 016 ლარს.

იმავე ქუჩაზე  #112 საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს - 113696 ლარს. ხოლო შოთა რუსთაველის გამზირის #114 საცხოვრებელი ბინის ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 158 363 ლარს. სამუშაოები უნდა განხორციელდეს მერიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ასევე, მეორედ   გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა (NAT230002777) შოთა რუსთაველის გამზირის №96 საცხოვრებელი ბინების ფასადის რეაბილიტაციაზეც, რისთვისაც 270 391 ლარია განსაზღვრული. 

პირველ ჯერზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ სახელწიფო შესყიდვით არავინ დაინტერესდა.
Print