ახალი ამბები
ბადრი ესებუა შესაძლოა, ქუთაისიდან თბილისში გადაიყვანონ
FaceBook
ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა შესაძლოა, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.
ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ ექნება, რაც ქუთაისში ჩავა.

რაც შეეხება  ბრალდებულეის ჩვენებას, ესებუა აცხადებს, რომ თავდასხმის დღეს საქართველოს ბანკის შენობაში საერთოდ არ ყოფილა.

როგორც ადვოკატი სოსო ჯანაშია „მთავარ არხთან“ აცხადებს, მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებში მისი სახელი და გვარი გახმიანდა, ესებუას შეექმნა განცდა, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა და ამიტომაც იყო მიმალვაში.

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს ჩაინიშნა.

ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print