ახალი ამბები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 8 294-ს მიაღწია
FaceBook
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 8 294 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 400.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ინფორმაციით,  7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.  შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 5 700-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
Print