ახალი ამბები
"ვკარგავთ გელათს" - აქცია პარლამენტთან
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა პარლამენტთან  პლაკატებით მივიდნენ და მთავრობას გელათის დაცვისკენ მოუწოდეს.
"დაიცავი გელათი", „ვკარგავთ გელათს, ვკარგავთ ისტორიას, ვკარგავთ საქართველოს!" - ამ სლოგანებთან ერთად აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან, დაზიანებული ტაძრის ფოტოებიც მიიტანეს. 

როგორც „ლელოს“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში, გელათის ტაძრის რესტავრაციის პროცესი უმოქმედობით, არაპროფესიონალიზმით და გულგრილობით იმართება, რამაც ის დაზიანებამდე მიიყვანა.



„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათის ტაძრის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ.

„ქართული ოცნების“ მიერ გელათის რესტავრაციის პროცესი მივიდა იქამდე, რომ ჩვენ დავკარგეთ გელათი იმ სახით, რითაც ის წინაპრებმა შემოგვინახეს. ახლა საბრძოლი არის ის, რომ იმ ფორმით მაინც შევინარჩუნოთ, რა ფორმით დღეს ძეგლი ჯერ კიდევ უძლებს. ეს არის კულტურის მინისტრის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს იმ დანაშაულებრივი გულგრილობისთვის და დუმილისთვის, რომელსაც ხელისუფლება იჩენს მაშინ, როდესაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები საუბრობენ, თუ რამდენად არასწორად, თვითნებურად ხორციელდება რესტავრაცია, რამაც ის დაზიანებამდე მიიყვანა," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. 


ფოტო: იაკო ადეიშვილი
Print