ახალი ამბები
ქუთაისში ძელსკამების დაგვიანებით დამონტაჟებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაჯარიმდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ ძელსკამების შეძენა-დამონტაჟების ტენდერში გამარჯვებული კომპანია დააჯარიმა.
შპს "არტმა", რომელსაც ქალაქის მასშტაბით ძელსკამები 106 ადგილზე უნდა დაემონტაჟებია, სამუშაოების ხელშეკრულების ვადებში შესრულება ვერ შეძლო.

ხელშეკრულება მერიასა და შპს "არტს" შორის გასული წლის 13 ოქტომბერს დაიდო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიას ძელსკამების შეძენა და მონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა მოეხდინა.

კომპანიის წარმომადგენელი როლანდ ტალახაძე განმარტავს, რომ სამუშაოების შესრულებაში ხელი უამინდობამ შეუშალათ, თუმცა ამ დროითვის ყველა ძელსკამი დამონტაჟებულია.

ქუთაისში ძელსკამების შეძენა-დამონტაჟებისთვის 32 920 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA150026109) მერიამ გასულ წლის სექტემბერში გამოაცხადა.

ტენდერით ქუთაისში მოქმედი ოთხი კომპანიამ დაინტერესდა. თუმცა, გამარჯვებულად შპს "არტი" გამოცხადდა, რომელმაც სამუშაოს შესრულებაში 22 999 ლარი მოითხოვა და სულ რაღაც 1 ლარით აჯობა კონკურენტ კომპანია შპს "აშრიალს".

საჯარო რეესტრის მონაცემებით მიხედვით, შპს "არტი" 2014 წლის 15 აპრილს დარეგისტრირებული კომპანიაა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი როლანდ ტალახაძეა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს, ქალაქის ტერიტორიაზე დასამონტაჟებელი ძელსკამების რაოდენობა, მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში მოიმატებს.

Print