ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქარი გადასცა
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან საჩუქრად 700 წიგნი გადაეცა.

წიგნები სოფელ ნახახულევში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ ჩაიტანა.

აქცია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ნოემბრის თვეში გამოაცხადა და მას სხვადასხვა უწყებები გამოეხმაურნენ. მათ შორის, კულტურის სამინისტრო, სხვადასხვა გამომცემლობები, ქუთაისის ოლიმპიური კომიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და ბიბლიოთეკის გულშემატკივრები.

ნახახულევის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ისტორიული წყაროების მიხედვთ მე-19 საუკუნეში ბიბლიოთეკა გამართულად ფუნქციონირებდა და ბევრი მკითხველიც ყავდა.

ხონის მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით მსგავსი შინაარსის აქციები მომავალშიც იგეგმება.
Print