ახალი ამბები
ნალექი, ქარბუქი, თოვა - უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში
FaceBook
სინოპტიკოსები უახლოესს დღეებში საქართველოში ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 7 თებერვლიდან 8 თებერვლის დილამდე ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.

ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

Print