ახალი ამბები
სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ორშაბათს გამოცხადდება
FaceBook
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორშაბათს, 6 თებერვალს გამოაცხადებს.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, 6 თებერვალს სააკაშვილის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება.

"ორშაბათს, 17:00 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - განმარტა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაშიც (მათ შორის), საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


Print