ახალი ამბები
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ განაცხადა, საკრებულოს საქმიანობას ბოიკოტს მანამ გამოუცხადებენ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვაპირებთ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას მანამდე, სანამ არ მოხდება მისი გადაყვანა სამკურნალოდ“, -განმარტავს კილაძე.

გიორგი კილაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხსაც ეხმაურება. მისი თქმით, ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგმება და შტაბი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„შიდაპარტიული არჩევნები იყო, როგორც თქვენ მიდიხართ არჩევნებზე და აძლევთ თქვენთვის სასურველ კანდიდატს ხმას, ჩვენთვისას ანალოგიურია. ჩვენი სასურველი კანდიდატი იყო ნიკა მელია, თუმცა მთავარი გზავნილი მესამე პრეზიდენტის არის „ძალა ერთობაშია“. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ჩვეულ რეჟიმში და აგრძელებს მუშაობას.

ქუთაისში ჩვენ გვყავს არჩეული თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძე, პარტიას ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, ადგილობრივი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე მე ვარ და როცა მოუწევს გეგმიური არჩევნები, შესაბამისად ჩაინიშნება“, - ამბობს გიორგი კილაძე.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეორე თვეა ბოიკორის რეჟიმშია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შიდაპარტიულ არჩევნებში ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მხარი ნიკა მელიას კანდიდატურას დაუჭირეს.


Print