ახალი ამბები
რეგიონებში დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს
FaceBook
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი რეგიონებში არსებული დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, გზებზე ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ.

ამასთან, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

"ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ.

ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით.

ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლებს არ მიეცემათ საშუალება გადაადგილდნენ ზემოთ აღნიშნული მიმართულებით",- აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გვერცელებულ ინფორმაციაში.
Print