ახალი ამბები
ქუთაისს ახალი საპარკინგე ადგილები დაემატა
FaceBook
ქუთაისს დაახლოებით 750 ახალი საპარკინგე ადგილი დაემატება.

გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე მე-7 სხდომაზე მიიღეს.

მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით,"პარკინგსერვისს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების სარგებლობაში 7500 კვ.მ გადაეცემა.

თინათინ ბერიშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე 67 საკადასტრო ერთეულს მოიცავს.

„67 საკადასტრო ერთეულია, ჯამში 7 500 კვ.მ. საშუალოდ 10 კვ.მ სჭირდება ერთ მანქანას. შესაბამისად, დაახლოებით 750 საპარკინგე ადგილი გამოდის, შეიძლება უფრო მეტიც“,- განმარტავს თინათინ ბერიშვილი.

ჯამში ქალაქში 4 000-მდე საპარკინგე ადგილი იქნება.

Print
თეგები: #პარკინგი