ახალი ამბები
10 თეთრით მიკროავტობუსი, 20 თეთრით ავტობუსი - ქუთაისში მგზავრობა გაძვირდა
FaceBook
ქუთაისში, მოქალაქეებს ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებული ტარიფის გადახდა უკვე 10 დღეში მოუწევთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსი 10 თეთრით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

შესაბამის დოკუმენტში შესული ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ახალი ტარიფი განისაზღვრა.

"M2 კატეგორია არის მიკროავტობუსები და 10 თეთრით მოიმატებს. ეს ისეთი თანხაა, კი არ ყოფნის მანქანის შენახვას და მოვლას, მაგარმ მერიამ გააკეთა კეთილი ნება, რომ მოსახლეობას ტვირთი არ დაწოლოდა", - ამბობს ქალაქში ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანია შპს "სამგავზრო 2007" -ის დირექტორი ალეკო დვალიშვილი.

მგზავრობის გაძვირებას “ქართული ოცნების” 18-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.














Print