ახალი ამბები
საქართველოში რუსების იმიგრაციას მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს - NDI
FaceBook
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართევლოს მოქალაქეების უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს.

ამ მოსაზრებას მოქალაქეების  69% იზიარებს, არ ეთანხმება - 17%. 

უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. 57% არ იზიარებს ხელისუფლების მდიგომას, ხელისუფლებას ეთანხმება - 29%.

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ. თუმცა  ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის.

უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს

სხვებთან შედარებით, თბილისელები რუსეთს უფრო მეტად აბრალებენ უკრაინაში ომს.

უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწერებას.

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა თუკი გასული წლის მარტში მათი რიცხვი *5%-ს შეადგენა, დეკემბერში 80 % გახდა. 
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

Print
თეგები: #2023 #NDI