ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მხარდამჭერია - NDI
FaceBook
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით ევროკავშირისადმი მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა.

ეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ მხარდაჭერაზე მიუთითებს.

მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებაშიც - მოსახლეობის უმრავლესობა (73 პროცენტი) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს.

ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ ყველაზე დიდი პოზიტიური გარდატეხა უმცირესობათა დასახლებებში და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში მოხდა.

თუმცა ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ნატოს მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკურ უმცირესობებშია - "არ ვიცი" პასუხების ხარჯზე

ამასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია. 2018 წელს 57% იყო, 2022 წელს  - 44% გახდა.

თუკი ქვეყნის მომავალს სკეპტიკურად 2018 წელს 6% უყურებდა, 2022-ში  ქვეყნის მომავლისადმი უიმედობა 17% -შია

ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილნი ქართული ოცნების მხარდამჭერები და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ადამიანები არიან.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
Print
თეგები: #2023 #NDI #კვლევა