ახალი ამბები
პრემიერის შეფასება პრეზიდენტის მოხსენებაზე - აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია
FaceBook
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა დასრულებულია.
პრეზიდენტის მოხსენება პრემიერ-მინსტრმა შეაფასა და მას მნიშვნელოვანი უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დაეთანხმა ოთპუნქტიანი რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

"აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის საქართველოში ამ კონსტიტუციურ პროცესს აქვს დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ინვესტორებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია და რაც უფრო ნორმალიზებული იქნება ეს პროცესი, მით უფრო კარგი იქნება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იმიჯისთვის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზიდენტის მოხსენებაზე შეფასებები უმცირესობის წამომადგენლებმაც გააკეთეს.

Print