ახალი ამბები
კვლევით ცენტრში, რომელმაც გელათზე კრიტიკული დასკვნა დადო, აუდიტი შევიდა
FaceBook
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამინისტროს აუდიტი შევიდა.

ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ აქვეყნებს. 

სახელმწიფო აუდიტის ცენტრში შესვლას, წინ უძღოდა ცენტრის მკვლევარების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაზე გამოქვეყნებული მწავავე დასკვნა. 

ცენტრის ხელმძღვანელის მარინა გაჩეჩილაძის თქმით, აუდიტის სამსახური ცენტრის ფინანსების შესწავლას 1 თებერვლიდან დაიწყებს.

"ეს ჩვეულებრივი ამბავია. აუდიტი ყოველ წელს ტარდება დაწესებულებებში, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ხვალიდან იწყებენ მუშაობას და არანაირი პრობლემა ამაში არ არის. იმდენმა დარეკა დღეს, არ მგონია, რომ ეს დამთხვევა იყოს, ეს სპეციალურად იყოს, უბრალოდ წლის დასაწყისია", -  ამბობს  "რადიო თავისუფლებასთან ცენტრის ხელმძღვანელი. 

ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ბოლო აუდიტორული შემოწმება იქ 2020 წლის ბოლოს ჩატარდა და მისი შედეგები სამინისტროში 2021 წლის მარტში გადაიგზავნა.

ჩუბინაშვილის ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლას 30 იანვარს გელათის შესახებ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების ფაქტი ემთხვევა. დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება რესტავრაციისა პრინციპებს, არასწორად მიმდინარე სამუშაოები ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.









Print