ახალი ამბები
არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალავენ
FaceBook
არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაცით, საღვთო ლიტურგია შაბათ დილით, 7 საათზე დაიწყება, რომლის შემდეგაც წესის აგება შესრულდება.

გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი ხანძრის შედეგად მიღებული სხეულის დამწვრობისგან გარდაიცვალა.

ის ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმებიც ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

გელათის მამათა მონასტერში, სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში, ცეცხლი 16 იანვარს გაჩნდა.

Print