პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს გარეშე ევროპული კეთილდღეობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი
FaceBook
"ევროპული საქართველო უნდა იქცეს რეგიონის უსაფრთხოების პლაცდარმად," - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს გარეშე ევროპული კეთილდღეობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი და პარლამენტსა და მთავრობას რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, შეუძლებელია არსებობდეს გამყოფი ხაზები.

"საქართველოს გარეშე ევროპული კეთილდღეობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ მათავრი პრობლემაა ახალი დემოკრატიების პრობლემა. ის ქვეყნები, რომლებმაც გაბედეს და გააკეთეს თავისუფალი არჩევანი, არიან ტერიტორიული მთლიანობის წინაშე. შეუძლებელია ევროპის ამ ნაწილში გაივლის ხელოვნური ხაზები. ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, კეთილდღეობაც ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნების სტაბილურობის გარეშე," - განაცხადა პრეზიდენტმა.



Print