ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების დაწყებას Uzbekitstan Airways-ი გეგმავს
FaceBook
ავიაკომპანია Uzbekitstan Airways-ი ფრენების დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც განიხილავს.
აღნიშნული საკითხი აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ ავიაკომპანიის წარმომადგენელთან სერგეი შიროვთან შეხვედრაზე განიხილა.

"მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში", - განმარტა ირაკლი ქარქაშაძემ.

Uzbekistan Airways-ი უზბეკეთის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით დაფრინავს. ამასთან, ის უკვე წლებია, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ოპერირებს.




Print