ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მოსახლეობა უნდა გრძნობდეს თავს დაცულად
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

პრეზიდენტი თავის მოხსენებაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის მთავარი პროკურორისა და მოსამართლეების დანიშვნის წესს.

"გლობალურად უნდა განხორციელდეს პროკურატურისა და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმა. ერთია უფრო ეფექტური რეფორმის განხორციელება, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობა უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და მათი უფლებების დაცვა არ ხორციელდებოდეს მათი თავისუფლებების შეზღუდვის გზით," - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურდღება და ამ მიმართულებით სამართალდამცავებსა და საზოგადოებას აქტიურად თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

Print