ახალი ამბები
ქუთაისის მერიას მასტშაბურ ობიექტებზე გამოცხადებული ტენდერები ჩაუვარდა
FaceBook
ქუთაისის მერიას, ხახანაშვილის ქუჩის მსგავსად, კიდევ ორი ობიექტის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაუვარდა.

საუბარია, ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლისა და გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე.

ორივეს შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. შესაბამისად, მერიას ხელახლა მოუწევს ტენდერის გამოცხადება. 

წერეთლის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია თვეზე მეტია შეჩერებულია.

რეკონსტრუქცია, რომელიც გასული წლის 14 აპრილს დაიწყო, სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს არც გასცდენია. შედეგად, ქუთაისის მერიამ მის კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელ კომპანიას ჯერ ჯარიმა დააკისრა, შემდეგ კი ხელშეკრულება გაწყვიტა.

რაც შეეხება გამსახურდიას ქუჩას, ობიექტის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას 4 მილიონ 752 782 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT230001746] ჩავარდნის შემდეგ ისევ გამოცხადებული აქვს. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის მერია ტენდერს თავიდან აცხადებს

გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
Print