ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში, ძლიერი ქარისგან დაზიანებული, ფანჯრის რესტავრაცია მიმდინარეობს
FaceBook
12 იანვარს, გრიგალმა, რომელმაც ქუთაისს დიდი ზარალი მიაყენა, მესხიშვილის თეატრიც დააზიანა.

მესხიშვილის თეატრის შენობის ფასადზე, სვეტებზე განთავსებულმა საახალწლო დეკორაციამ თეატრის ფანჯრების მინები ჩაამსხვრია და ხის ჩარჩოების კონსტრუქცია დააზიანა. 

დაზიანებული ნაწილი დროებითი საფარით შეინიღბა.

როგორც თეატრში განმარტავენ,  დაზიანების ხარისხის დაზუსტება და აღდგენითი სამუშაოების წარმოება შესაძლებელი გახდა გრიგალის ჩადგომისა და თეატრის ფასადის ტერიტორიის საახალწლო ატრიბუტებიდან გათავისუფლების შემდეგ.

რადგან თეატრი კულტურული მემკვდირეობის ძეგლია, მნიშვნელოვანია დაზიანებული ფანჯარა სიზუსტით აღდგეს.

"თეატრმა შეიძინა შესაბამისი ხის მასალა და მინა; ფანჯრის ჩუქურთმიანი ჩარჩო-კონსტრუქციის (ძეგლის სტატუსის შესაბამისად) ზუსტად აღდგენის მიზნით, მოძიებულ იქნა ხის დამუშავების საუკეთესო ხელოსანი", - აღნიშნულია განცხადებაში რომელიც თეატრმა გაავრცელა. 

მათი ინფორმაციით, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება.

4 დღიანი ძლიერი ქარის გამო ქალაქში 350-ზე მეტი შენობაა დაზიანებული.
Print