ახალი ამბები
სინოპტიკოსები 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
28 იანვრიდან 4 თებერვლამდე კი დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, მთასა და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 27-28 იანვარს, დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 26-28 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. 29-31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 29 იანვრამდე ღამის საათებში ისევ უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი (-2, -4 გრადუსი), 29 იანვრიდან კი შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

Print
თეგები: #ამინდი