ახალი ამბები
ქუთაისში ორ კვირაზე მეტია, საბაგიროები გაჩერებულია
FaceBook
ქუთაისში, უკვე ორ კვირაზე მეტია, საბაგიროები გაჩერებულია.

როგორც „ქუთაისიპოსტთან“ გაბაშვილის პარკის დირექტორი კახა კუხიანიძე განმარტავს, ქალაქში არსებული ოთხდღიანი სტიქიის გამო, საბაგირო დაზიანდა და მისი შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

„ორი კვირაზე მეტია გაჩერებულია. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ვცდილობთ, რომ ხვალისთვის აღვადგინოთ“, - ამბობს პარკის დირექტორი.

კახა კუხიანიძე იმ ზარალზეც საუბრობს, რაც სტიქიამ ე.წ გორის პარკს მოუტანა.



„ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საბაგიროს აღმძრავი ძრავა, ასევე ერთი ატრაქციონი, რომელზეც დიდი ხე ჩაწვა. მთლიანად დაგვიმსხვრია კალათები. ფერდზე უამრავი ხეა წაქცეული. ქარი როგორც კი ჩადგა, დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები. ზედა პერიმეტრის დასუფთავება სრულდება, ფერდებზე დაახლოებით 10-12 ხეა წაქცეული და მასაც გავიტანთ. გორის პარკი ვინაიდან ერთადერთი ადგილია ქალაქ ქუთასში, სადაც ბავშვმა შეიძლება დაისვენოს კულტურულად და სულიერად, ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ ყველაფერს. ეტაპობრივად მივყვებით და მწყობრში ჩავაყენებთ ტერიტორიას“, - განმარტავს კახა კუხიანიძე.

10-14 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად, ქუთაისში, წინასწარი შეფასებით, ზარალი 2 მილიონ ლარამდე აღწევს, იმერეთში კი - 8 მილიონზე მეტია. 

Print