ახალი ამბები
იმერეთში, საავტომობილო გზებზე, თებერვლის ბოლომდე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს
FaceBook
იმერეთში, საავტომობილო გზებზე, გარკვეული შეზღუდვები წესდება.

მიზეზი გზის კონკრეტულ მონაკვეთზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ინფორმაციას „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ1-კმ1+400 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, დაგეგმილია სავალი ნაწილის დროებით შევიწროება და მოძრაობის ჩაკეტვა აღნიშნული გზის 1 კმ-ზე (პკ6+50-პკ9+50 მონაკვეთზე), რა დროსაც 25 იანვრიდან თებერვლის თვის ბოლომდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის გამოყენებით დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის მე-10 კმ-ს.

აღნიშნული მარშრუტით ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება როგორც თბილისი-ქუთაისის, ასევე ქუთაისი-თბილისის მიმართულებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Print