ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტი გაიზარდა - რაში დაიხარჯება 10 მილიონი
FaceBook
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა - ქალაქის მთავარი დოკუმენტის მოცულობა 10 მილიონი ლარით გაიზარდა.

აღნიშნული თანხა ქალაქმა საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსხორციელებელი პროქტების ფონდიდან მიიღო.

გამოყოფილი თანხა ძირითადად ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, განხორციელდება 7 მასშტაბური პროექტი:

ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა - 1 800 000 ლარი;

ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია - 1 000 000 ლარი;

სპორტის სასახლის რეაბილიტაცია - 950 000 ლარი;

ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია - 800 000 ლარი;

ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია - 1 000 000 ლარი;

ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია - 800 000 ლარი;

რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია - 3 650 000 ლარი.

ქალაქის ბიუჯეტი ამ დროისთვის 122 548 4000  ლარს შეადგენს.

ფოტო: კახა მჭედლიძე
Print