ახალი ამბები
ქუჩები ქუთაისში, სადაც საცხოვრებელი ბინების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook

ქუთაისის მერია საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაციას იწყებს.



ამ მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა დუმბაძის ქუჩის №2-ში მდებარე ბინის ფასადის კეთილმოწყობისთვის ტენდერს [NAT230001357] მეორედ აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 206 986 ლარია.



რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთაველის გამზირ №102 -104 -ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ფასადსაც, რისთვისაც მერია, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით [NAT230000140], 410 845 ლარს დახარჯავს (სავარაუდო ღირებულება). 



ტენდერი [NAT230000136] გამოცხადებულია რუსთაველის გამზირის №110; 112; 114 საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაციაზეც. აღნიშნულისთვის 409 075 ლარი დაიხარჯება (სავარაუდო ღირებულება).



იგეგმება შოთა რუსთაველის გამზირის №96 საცხოვრებელი ბინების ფასადის რეაბილიტაციაც. ტენდერი [NAT230000129] უკვე გამოაცხადებულია და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 270 391 ლარია.



სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ზემოთჩამოთვლილი ყველა ბინის ფასადის შემთხვევაში, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღეა, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.

ამასთან, საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს.

 

Print