ახალი ამბები
პარკინგსერვისი ქუთაისში შშმ მძღოლებს საჩუქარს გადასცემს
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებში მყოფი შპს "პარკინგსერვისი" ყველა შშმ მძღოლს საჩუქარს უკეთებს.

შპს "პარკინგსერვისი" წარმომადგენლები დღეიდან ყველას შშმ მძღოლს საჩუქრად გადასცემს საცნობარო ნიშანს-სტიკერს, რომელსაც ისინი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სახლში მიღებენ. აუცილებელია საცნობარო ნიშანს-სტიკერი ავტომობილზე იყოს განთავსებული.

ავტომობილის მფლობელები, რომელებიც სარგებლობენ შშმ პირთა სპეციალური სადგომით, უნდა დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 310 310 და მოაწოდონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დაკუმენტი.

შპს პარკინგსერვისთან დაკავშირება შესაძლებელია ასევე, კომპანიის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.



Print