ახალი ამბები
3 მილიონი ლარი - ქუთაისში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, 180 ბავშვზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ბაღში სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშო და ეზო ეწყობა.

ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.

ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

ახალი ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 3 მილიონი ლარით აფინანსებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს.

პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია, რომლის დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურით ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს.



Print