ახალი ამბები
აშშ-ს ჯორჯიის შტატის რაგბის გუნდი საქართველოს რაგბის ნაკრებს ოფიციალურად უგულშემატკივრებს
FaceBook
შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს.

ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს.

უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ ბორჯღალოსნებსა და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ ბორჯღალოსნებო!" - აღნიშნულია ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის პრეზიდენტის სტივ მეისის განცხადებაში.
Print