ახალი ამბები
ამინდის პროგნოზი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 23 -დან 28 იანვრამდე მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +13, +15 გრადუსამდე იქნება.

კვირის განმავლობაში მზიანი ამიდია მოსალოდნელი ქუთაისში.

23-24 იანვარს ქარის სიჩქარე ქუთაისში 53კმ. საათში. 

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზემო იმერეთში. დღის განმავლობაში მოსალოდნელია 8-9 გრადუსი სითბო, ღამით ყინვა -2, -3 გრადუსი. 

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ერთი კვირის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +5, +6 გრადუსი იქნება.


Print