ახალი ამბები
მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრებს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი გამოავლენს
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალურ ავტობუსებში, უბილეთო მგზავრს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი გამოავლენს.
როგორც „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, პირი, რომელიც არ გადაიხდის სამგზავრო ღირებულებას, დაჯარიმდება.

„სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით, მგზავრი ვალდებულია, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით ან ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული სახით გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრი ითვლება უბილეთოდ.

სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა,, ქვეპუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომლის დაფარვა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით“- აღნიშნულია „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print