ახალი ამბები
ხარაგაულში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
FaceBook
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
"ეროვნული სატყეო სააგენტოს" ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 2 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტია (ფიცარი) აღმოჩენილი.



"ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში"-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
Print
თეგები: #ხარაგაული